შიო მღვიმელი

* * *

ჩემო ტკბილო საქართველოვ,
მოგილოცავ დღეის დღესა;
მონობიდან თავდახსნილო,
აღარ ისმის შენი კვნესა.
თუ რამ გჭირდა სიდუხჭირე,
წყალს გაჰყვა და გაილესა,
შენს ნაეკლარ ნიადაგზე
ია-ვარდი დაითესა.
მოგილოცავთ დღეის დღეს და
ვისურვებ, რომ ასე რებდე:
თავისუფალ გმირის სახელს
საუკუნოდ ატარებდე;
ვინც მოვიდეს, შეგეხიზნოს -
შვებასა და ლხენას გრძნობდეს...
მაისი ხომ მაისია,
იანვარშიც მაისობდეს.

1919