მერცხალი
მერცხალო, მახარობელო
კეკლუცი გაზაფხულისა,
მორბედო ია-ვარდისა,
გამხარებელო გულისა!შენ გენაცვალე, ფრთაცქვიტო,
მალხაზო, ჭიკჭიკხმიანო,
გულის ფანცქალით მოგელი,
ვინძლო არ დაიგვიანო.მოფრინდი, მითხარ: ზამთარი
მოკვდა, აწ გაზაფხულდება!
გულს მაშინ მივცემ სილაღეს
და ნატვრაც ამისრულდება.ოცნების ზღვაში შევცურავ,
ლაჟვარდში ავცქრიალდები,
ხან წყალთა სარკეს დავეკვრი,
ფრთაწურვით გავსრიალდები.მივივლ-მოვივლი კიდეებს,
უკანვე მოვალ ფრენით,
მოგესალმები, ხმატკბილო,
მეც ჩემებურის ენითა...შენი ჭირიმე, მერცხალო,
შავთვალა გიშრისფრთიანო,
შორს წამსვლელს ვინძლო სალამი
იქაც არ დამიგვიანო!1908