ზაქარია შერაზადაშვილი

მატყუარა

მატყუარა ფერი აქვს,
თავს გვაჩვენებს მკვახედ,
ეჭვნეულად გაჭრილი
მოგანათებს მჭახედ.
რა წითელი გული აქვს,
ახლა გემოც ნახეთ!

საწყენად ნუ მიიღებს,
ვაძლევ ასეთ კითხვას,
არც ვინახავთ ზამთრისთვის
და ვერც გაძლებს დიდხანს,
რაღად ჰქვია „საზამთრო“?
აბა, ერთი, გვითხრას!