ზაქარია შერაზადაშვილი

ჭინკა

ისე, როგორც ჭინკა,
ხეზე ავა ნიკა,
მოევლება წვეროს,
გეგონება წერო...
არ დაიშლის მაინც,
რაც არ უნდა ვწერო.