ზაქარია შერაზადაშვილი

ბალი   

ავად იყო დალი,
მოესურვა ბალი,
ნინოს დედამ დალის
მოუკითხა ბალი.

რომ მირთვა ბალი,
უკეთ გახდა დალი,
გარეთ უწევს გულის,
კარში რჩება თვალი.