ბაყაყების კონცერტი
ასეთია კანონი
ბაყაყების სამართლის, -
„ყველასა აქვს უფლება
კონცერტების გამართვის!“თუკი, ზეცა ლამაზი
მოემზადა საწვიმრად,
ყველა ერთად ყიყინებს,
განა ნაწილ-ნაწილად.
არ ხმარობენ საკრავებს,
საკონცერტო სამოსელს,
ისმენს ყველა უფასოდ
მათს დაუთვლელ გამოსვლებს.ეჩვენებათ,
ხმები აქვთ
ჟრუანტელის მომდები...
არ იციან, არცა სურთ
თან ატარონ ნოტები!არ სურთ,
იყვნენ დამჯერე,
არ სურთ,
იყვნენ გამგონე...
მათი ქცევა, ბავშვებო,
ხომ არვისას გაგონებთ?!