სათევზაოდ
- დღეს რა კარგი ამინდია! -
უხარია რამაზს,
სათევზაოდ მეც გავყვები
ჩემს საყვარელ მამას.დედას ასე დაუბარა:
- ნუ მოხარშავ სადილს,
იმდენ კალმახს ჩამოგიტანთ,
რომ ეყოფა ნადიმს!დარცხვენილი შინ დაბრუნდნენ
რამაზი და მამაც -
რა ქნან, თუკი ვერ მიაგნეს
იმ გემრიელ კალმახს...