ნოდარ შამანაძე

საქართველო

- რასა ხედავ?
- ცასა ლურჯსა.
- რასა ნატრობ?
- მხატვრის ფუნჯსა.
- რას დახატავ?
- მთას და მდელოს.
- გაუმარჯოს?
- საქართველოს!