ეთერ ჯიშკარიანი

ნეტავ სად დამალა?

ზურა ამბობს, გოგი
ჩემზე დიდიაო,
ტყუილების გუდა
ზურგზე ჰკიდიაო.
მე კი, როცა ვხედავ,
ჩანთით დადის მუდამ,
ნეტავ სად დამალა
ტყუილების გუდა?