მეკვლე
კარი გამიღეთ!
მეკვლე ვარ!
სულს ღაფავს
ღამე ბებერი!
ისმის მამლების
ყივილი
ახალწლის მაუწყებელი!
ჩვენც ავიშალნეთ,
ბალღებო,
და შევხვდეთ,
როგორც შეჰფერის!
ხარობდეთ!
ფეხი შემოვდგი!
გილოცავთ
ხონჩა-ძღვენითა!
დაიზარდენით,
ისწავლეთ,
დრო გაატარეთ
ლხენითა,
და რომ ქვეყანას
დედობრივს
თავი მოჰქონდეს
თქვენითა,
სულ ხუთიანებს იღებდეთ
კლასიდან კლასში
ფრენითა!