გიორგი ქუჩიშვილი

ჩემი მხარე

ვინც ეწვევა საქართველოს
საოცნებო სერებს,
სიმღერაც რომ არ იცოდეს,
მაინც დაიმღერებს;
ვინც მისწვდება ჩემი მთების
მწვერვალებს და ღრუბლებს,
ისიც მგოსნად გადიქცევა,
ლექსად ისაუბრებს.
საარაკო სილამაზე,
ხალხიც სასახელო,
მტერსაც კი მოინადირებს
ტურფა საქართველო.