თამაზ ჭილაძე

ზამთარი

ჰა, რამდენი ფიფქია,
დაუთვლელი, ულევი,
თოვლში სწრაფად მიქრიან
ჩვენი თხილამურები.
გავქანდით და გავკარით,
გავასწარით მურიას,
რა კარგია ზამთარი,
მართლაც საამურია!