ზამთარი
თოვლი მოდის, თოვლი ცვივა, მთა-ბარს სული გაუნაბავს; დედამიწას ჩაუცვია თეთრი ქურქი, თეთრი კაბა. და მეც ვმღერი: დაილოცოს ჩვენი ქვეყნის მთა და ველი, სიხარულში გაეცვითოს ეს ქათქათა სამოსელი!