მურმან ლებანიძე

შემოდგომა

     (შემოკლებით)

უხარია შემოდგომა
ყველას, დიდს თუ პატარას,
იმიტომ, რომ კაკლებს ბერტყენ,
ადუღებენ თათარას.
იმიტომ, რომ ვენახს კრეფენ,
ქვევრებს რეცხენ ღიპიანს;
იმიტომ, რომ რაც ხილია,
ყველა ხილი მწიფეა!

უხარია შემოდგომა
ყველას ასე ძალიან,
იმიტომ, რომ სავსეა
ბეღელი და ნალია.
იმიტომ, რომ სავსეა
კალათი და გოდორი,
იმიტომ, რომ ირევა
ცაში ოქროს ფოთოლი...