რთველი
ხარისთვალამ და მანათამ
ასი თვალი დამანათა...
ნინო პირველ კალათს ავსებს,
მე მოვკრიფე ცხრა კალათა -
შესანახი სასუსნავად,
გასაგზავნი ამანათად...ჩურჩხელების თითისტარზე
მზის სხივებად დასართველი,
ჭერში დასაკიდებელი,
კიდობანში ჩასათვლელი.
იკრიფება, იწურება...
ვენახებში ჩადგა რთველი.