ლილი ნუცუბიძე

ფიფქის სიმღერა

 

მე ფიფქი ვარ,
თოვლის ფიფქი პატარა,
ქარმა ხევ-ხევ,
მინდორ-მინდორ მატარა,
მოვფრინავდი,
შენსკენ მოვიჩქაროდი
თამუნია,
საგუნდაოდ გამოდი.
მოველ შენი
სიყვარულით გამთბარი,
თეთრი ფიფქით
მოგიქარგო
მთა-ბარი.