ფიფქი
ვითვლი და ვითვლი,
ვითვლი და ვითვლი...ცვივა და ცვივა ზეციდან ფიფქი.
ასე პაწაწა და ლამაზები,პეპელას ფრთებზე უფრო ნაზები,
მოფარფატებენ, მოიჩქარიან,იქნება ჩვენთან მოუხარიათ.
მოგზაურები შორი გზისანი,შვილობილები მაღალ ცისანი,
ერთურთს არ ჰგვანან, არა, სრულიად,ყველა ზღაპრული სასწაულია -
თოვლით ამივსეს ხელისგულები.