შიო მღვიმელი

მერცხლის სიმღერა

კუდმაკრატელა მერცხალი
მოფრინდა შორის მხრიდანა
და ჩამოსძახა ჭიკჭიკით
მარტს და თებერვალს ციდანა:

- რაც გინდ ითოვლოთ, იწვიმოთ,
ჟინიც მოიკლათ გულისა,
მაინც ვერაფერს დაგვაკლებთ,
მადლი ჩანს გაზაფხულისა!

1911