მერცხალს
მშვიდობა შენსა მოსვლასა
კუდმაკრატელა ფრთოსანო,
გაზაფხულისა მორბედო,
მახარობელო მგოსანო.ახლა კი ამიყვავდებით
იავ, ვარდო და სოსანო,
კვლავ შემომცინებ, მინდორო,
და ველო ხავერდოსანო!ინდოეთიდან მოვიდა
ჩვენი პატარა შიკრიკი;
გვახარა: გაზაფხულდაო,
ტკბილად დაიწყო ჭიკჭიკი.კუთხე არ დარჩა სოფლისა,
სუყველგან შეინავარდა;
მერცხალი მოფრენილაო,
ხმა სიხარულის გავარდა.მთებში დამდნარა ყინული,
კალთებზე ორთქლი ავარდა;
ახლა ხომ გჯერათ, ბალღებო,
ზამთარს რომ ჯანი გავარდა!