ყინულის ლოლუები
ვიშ, გენაცვათ! ეს რა არის?
შეხეთ სახურავის კიდეს!
ამოდენა ჩურჩხელები
ნეტავ წუხელ ჩამოკიდეს?!ჩქარა, ვანო, ტანთ ჩაიცვი,
გაანძრიე ეგ ხელები!
გამო გარეთ! აი, ხედავ:
რამოდენა ჩურჩხელები!- შენ რა გითხრა! რას მეძახი?
სულ ტყუილად გამახარე!
მე მეგონა, თუ ბებიკოს
ჩურჩხელები კვლავ მოპარე!ეს ყინულის ლოლუაა!
შენ რომ ღამე ტკბილად გძინავს,
სახურავზე ჩამონადენ
წვეთს წვეთებზე მიაყინავს.და იქ, სადაც წკაპაწკუპით
გუშინ ხტოდნენ წყლის წვეთები,
აი, ხედავ: დაეკიდა
ლოლუების ზედ სვეტები!- მართლა ჩურჩხელა რომ იყოს,
მაშინ, ვანო, რას იზამდი?
- რას ვიზამდი? ნელა-ნელა
სათითაოდ სულ შევჭამდი!- „სულ შეჭამდი!“ ღორმუცელავ,
მე კი სულაც არ მაჭმევდი?
- რატომ, რატომ, როგორ არა!
ერთ ცალს შენც კი მოგართმევდი!