ია
ველში ია ამოვიდა,
მიიხედა, მოიხედა,
-მწყურიაო! - ჩუმადა თქვა,
დაძახება ვერ გაბედა.ზღვის ორთქლი და ოხშივარი,
რაც ცას დღისით აეწურა,
ცვარ-ნამებად გარდაქმნილი
იის გულზე დაეპკურა.გაზაფხულის კოხტა ყვავილს
გულს სიამზე მოეფინა,
ველს სალამი მისთავაზა
და მადლობით ცას შესცინა.კოპწიას და ჩანასკულსა,
ლურჯქათიბა-კაბიანსა
მთაც ნაკადულს უგზავნიდა,
ცივწინწკლება-ქაფიანსა.და უთვლიდა გამარჯვებას,
ცხონდა თქვენი მშობელიო,
აქ ეს არის, მანდ შენა ხარ
გაზაფხულის მთხრობელიო...ველში ია ცქრიალებდა,
კლდეზე წყარო ჩქრიალებდა,
მთა და ბარში გაზაფხულის
უხვი მადლი ტრიალებდა...1905