გივი ჭიჭინაძე

რთველი

ისეთია ხარისთვალა,
თვალს არ ახსოვს ამისთანა.
იმდენია რქაწითელი,
არ ეყოფა ასი ხელი.
მოაქვთ ციცქა,
მოაქვთ თითა
გოდრითა თუ კალათითა.
დაწნეხილი საწნახელი
ქვევრს ჩასძახის
რაკრაკითა:
- დრო დაგიდგა, გაბერილო,
სვი, ილხინე, რაღა გინდა!