* * *

მალე ფერგადაშლილი
ამწვანდება ტყე-ველი,
გაიშლება ყვავილი,
სურნელების მფრქვეველი.
გაცოცხლდება დაფნარი,
მთის მწვერვალი, ტყის პირი
და დაივლის ნარნარი
გაზაფხულის ზეფირი.