გაზაფხულის პირიჯეჯილმა ამოიწია,
გადგა ბორჯი და ძირია,
იამ მოქარგა მინდორი,
სჩანს გაზაფხულის პირია!სერზე შემდგარა მეცხვარე,
შესცქერის თავის ფარასა;
ბატკანი დედას დაეძებს,
დედა კი - მწვანე ბალახსა!დაჰკრა, დაუკრა საკვნესმა, -
ეს ტკბილი სალამურია,
შროშანიც შემოფრენილა,
შაშვი ხომ შინაურია!მთას ეზლაზნება ღრუბელი,
ძირს ეცრემლება ველებსა,
კურდღელი მალაყს თამაშობს,
ფუნდრუკი გააქვთ მშველებსა!ამოიწია ჯეჯილმა,
გადგა ბორჯი და ძირია,
მზემ გადმოუშვა სხივები,
სჩანს გაზაფხულის პირია!