გაზაფხული
აღარც ქარი, აღარც სუსხი,
აღარც თოვლის ნარჩენია,
ტყემლის ყვავილს ფიფქი სცვივა,
ატმებს ცეცხლი გასჩენია.ცის ლაჟვარდში ტოროლები,
აივანზე მერცხლებია,
გამოსულან პატარები,
მათი ცქერით ვერ ძღებიან.აკვირდება, უკვირს ჩინოს,
თუმცა სხვებზე დინჯი კია:
ეს, ტოლები ეძახიან,
თუ ჩიტების ჭიკჭიკია?სტვენს ბულბული, შაშვი გალობს,
ბინად ტყე აქვთ არჩეული,
მიწას მოლი მოჰფენია,
ტყეებს - მწვანე ფარჩეული.აღარც ქარი, აღარც სუსხი,
აღარც თოვლის ნარჩენია,
ტყემლის ყვავილს ფიფქი სცვივა,
ატმებს ცეცხლი გასჩენია.