ნოდარ დუმბაძე

თაგვი

თაგვი ვარ, სპილო ხომ არ ვარ,
რომ მაბრალებენ ამდენსო,
ერთ მარცვალს შევჭამ, ყვირიან:
- ვაი, ბეღელი დაგვევსო,
ვერაფრით ვერ ავუდივართ
ამ ღორმუცელა თაგვებსო! -
და მთელი ქვეყნიერება
სათაგურებით დამდევსო.
კატის და ძაღლის არ მიკვირს,
კაცი რამ გაამგელაო,
ნეტავი მართლა სპილო მქნა,
სუყველას გადავთელავო.