ნოდარ დუმბაძე

საათი

- ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, -
იძახის
და კედელზე ჰკიდია,
დღე და ღამე ისრები
მიდიან და მიდიან...
მოვა დედა შეხედავს:
- აბა, ჩემო ოთარი,
ცხრა საათი გამხდარა,
შენი ძილის დრო არის! -
და ყველანი მტოვებენ,
ჩემთვის არა სცალიათ.
მე რომ დედა მაძინებს,
სულ საათის ბრალია.