ნოდარ დუმბაძე

ძმური სამსახური

გამიწიე, მურია,
ძმური სამსახურია,
ჩემს მაგივრად შეჭამე
კარაქი და პურია.

და თუ ხვალაც შენ შეჭამ
ჩემს მაწონს და ქადასო,
მთელი დღე რომ გაწვალებს,
მე დაგიჭერ კატასო.