ნოდარ დუმბაძე

ჩოჩორი

ბაბუაჩემს წიგნები
დავუხიე ამ დილით,
დამსაჯეს და მთელი დღე
არ მაჭამეს სადილი.

რომ ვიტირე დედიკომ
დამაწიწკნა ქოჩორი,
ბებიამ კი მიძახა
გაუზდელი ჩოჩორი.

იმას კი არა ვტირი,
რომ დავფხრიწე წიგნები,
თურმე რომ გავიზრდები
დიდი ვირი ვიქნები.