ქიშვარს ისაკაძე

მეგობრობა, სიყვარული

მოწმე არის მეცხრე ციდან
ყოვლის მჭვრეტი მზე ცხოველი:
უმეგობროდ ვერ ძლებს ვერც ხე,
ვერც ფრინველი,
ვერც ცხოველი.
ვთქვათ და სწავლობ ფრიადებზე,
სპორტსაც მისდევ,
სიტყვაც გიჭრის,
სიყვარული თუ არ იცი,
ვის რად უნდა შენი ნიჭი?!
აქამომდე ჭირს და ვარამს
გმირულად რომ გავუძელით,
ჩვენი ქვეყნის სიყვარული
იყო ამის საფუძველი!
სულმუდამ რომ ჩვენი იყოს
მშობელი ზღვაც,
მთაც და მდელოც...
ილიასებრ უნდა გწამდეთ
და გიყვარდეთ საქართველო.