მამულეთი
აი, ჩემი მამულეთი,
ზურმუხტისფერმთებიანი,
იები და ზამბახები,
ცა – ფირუზისფერიანი.
ბარად – შველი,
მთას – ირემი,
კოხტა, ოქროსრქებიანი.
ჭალა-ჭალა ხოხბის გუნდი,
ველ-მინდორი ზვრებიანი.
ყანები და ყანის პირი,
ხეობები გზებიანი,
ცივციველა წტაროები,
იალაღი ცხვრებიანი.
ყვავილები დილდილობით
ალმასისფერცვრებიანი,
ჩემი ტკბილი მამულეთი,
ირგვლივ ყველა ჩემიანი...
გავიზრდები,
ავაყვავებ,
მაშ, რას ვიზამ,
ჩემი არი!