ტანსაცმელი
ვარდისფერი კაბა
ემდურება პატრონს,
იქით ჩივის წინდა,
აქეთ კიდევ პალტო.დაგვიჭმუჭნეს კალთა,
დაგვიხიეს ქუსლი,
აბა, რაღას ვგავართ,
გადაგვავლეს მუსრი.შემომაჭრეს ბოლო -
ჩივის ქვედაბოლო.
მე კი – ამბობს ქუდი,
დამრჩა თასმა მხოლოდ.საზაფხულო სანდალს
მომაკერეს ბაფთა,
ქამრისაგან დავრჩი
მხოლოდ რკინის ბალთა.დავირაზმოთ ყველა,
დავემალოთ პატრონს.
რას ჩაიცმევს მერე,
ერთი უნდა ვნახოთ.