ლუკა და გეოგრაფია
ლუკა ვახშამს ამთავრებს,
ტუჩებს იწმენდს ფაფიანს:
- ახლა დროა ვისწავლოთ
ქვეყნის გეოგრაფია!სმენად იქცნენ ბაჭია,
მურიკო და ფისუნა,
სწავლა გეოგრაფიის
აბა კიდევ ვის უნდა?- პერუს დედაქალაქი
არის მგონი მოსკოვი,
ინდოეთს კი გარს აკრავს
ოკეანე ბოსფორის.აფრიკაში სახლობენ
პინგვინები ტომებად,
ჩრდილოეთში კი მოსწონთ
კენგურუებს ცხოვრება.თუ რამდენი შეცდომა
დაუშვია ლუკასო,
ვინც პირველი მიხვდება,
მას ვაჩუქებთ რუკასო.