თინეიჯერი ბატი
მოდას აჰყვა ბატის ჭუკი,
შეიღება წითლად კუდი,
ფეხებს ტატუ უმშვენებს
და მეგობრებს უჩვენებს.გაიხვრიტა ნისკარტი,
გაიყარა ჭიკარტი,
თუმცა ვეღარ ყიყინებს...
კიდევ რას აიხირებს?„წიგნის ნაცლად - ჩატი!“ -
მოთქვამს დედა ბატი.
ვერ გაიგო ჭუკმა,
გულს ასე რით უკლავს.თინეიჯერ ბატს,
რად უკრძალავს ჩატს...
„დღეს ვის უკვირს ტატუ,
კუდი რად ღირს მარტო?“ვერ რიგდება დედა-შვილი
რა აზრი აქვს წუწუნ-ჩივილს!