ტურამ წააცანცალა
ტოროლა და ოლოლი
მიდიოდნენ ორ-ორი.მწყერმა უთხრა ყუტყუტით:
სჯობს წახვიდეთ ხუთ-ხუთი!ერკემალი გაწყრა:
გაიარონ ცხრა-ცხრამ!თხა კი წვერის ცანცარით
ურჩევს: წადით ცალ-ცალი!გაწიწმატდა ტოროლა:
ნუღარ ვივლით ორ-ორად!გაიარეს
ცალ-ცალად,
ტურამ წააცანცალა!