მაყვალა მრევლიშვილი

შაქრად

ყურძენს,
    ვაშლებს,
        ატამს
შემოდგომა ხატავს.
გემრიელად ხატავს,
შინ სანამდე
გვატანს.

წითელ-ყვითელ
ფერებს
ოქროს ფუნჯით
გაჰკრავს -
აფერადებს მაგრად.
დააყოლებს მერე:
„შაქრად,
    შაქრად,
        შაქრად!“