საუზმე
თეთრი ხელსაწმენდი
ავიფარე გულზე,
ჩანგალიც მაქვს, კოვზიც,
ახლა ვისაუზმებ.
წყნარად ვუცდი საჭმელს,
კოვზი მოვიმარჯვე.
სულ გამოვცლი,
თეფშზე
ნამცეცი არ დარჩეს.
გემრიელი არის,
დედა რასაც მაჭმევს!
წყნარად, წყნარად ჭამე,
ნუ საუბრობ, თიკო!
საუზმის დროს ყველა
ჩუმად უნდა ვიყოთ.