მაყვალა მრევლიშვილი

საქანელა

­ ახლა ჩემი ჯერია,
ჩამობრძანდი, მელია!
გელოდები, ­ ლოდინით
გული გადამელია.

ეგ რა მეგობრობაა,
მარტო შენ რომ ქანაობ,
ქანაობა მეც მინდა,
დამსვი ხანდახანაო.

­ აბა რა ვქნა, გენაცვა,
ძლიერ მინდა ჩამოსვლა,
ხომ არ ჩამოვფრინდები,
თუ ილომ არ ჩამომსვა!

ავქანდი და დავქანდი,
ოდელია, დელია! –
ულვაშებში იცინის
ეშმაკუნა მელია.