მაყვალა მრევლიშვილი

კოპი

კოპი, კოპი,
ტელესკოპი,
რატომ აზით
ბელებს კოპი?
წაიჩხუბნენ სულელები,
ვაშლი ჰქონდათ ერთადერთი:
­ არა მე და არა მეო! –
გაულახავთ ერთმანეთი.

მაგას ჰქვია დათვობა,
არ იციან
დათმობა!