მაყვალა მრევლიშვილი

ძილი ნებისა

დავიბანე პირი,
დავიბანე ხელი,
„ნანინაო, ნანა“,
ახლა ასე ვმღერი.
დედა როცა მხედავს,
თვალებს მაგრად ვხუჭავ,
შენც ხომ გეძინება,
ჩემო თმახუჭუჭავ!

თვალხუჭუნავს სძინავს,
მეც ვიძინებ ტკბილად,
უკვე ლოგინშია
ყველა ჩემი კბილა!