მაყვალა მრევლიშვილი

თუ კაი კაცია

აჯაჯული-დაჯაჯული
დაბრძანდება ბაჭია,
ჩხუბი იცის „ვაჟკაცური“,
დაიჯაბნა პაწია.
თავის ტოლებს მოერიოს,
ეგ თუ კაი კაცია.