ქეთოს მერცხალი გაფრინდა ქეთოს მერცხალი, აღარ ჭიკჭიკებს ბანზედა, ქეთო მოწყენით გაჰყურებს, ცრემლი უბრწყინავს თვალზედა. და ასე ამბობს: - ნეტავი, მეც რად არა მაქვს ფრთებიო, რომ მისებრ გადავიქროლო ცად აბჯენილი მთებიო.
გაფრინდა ქეთოს მერცხალი, აღარ ჭიკჭიკებს ბანზედა, ქეთო მოწყენით გაჰყურებს, ცრემლი უბრწყინავს თვალზედა.
და ასე ამბობს: - ნეტავი, მეც რად არა მაქვს ფრთებიო, რომ მისებრ გადავიქროლო ცად აბჯენილი მთებიო.