ვაჟა ყუბუსიძე

კახა ზოოპარკში

- რატომ ტირი, კახა, მთელი
ზოოპარკის დასანახად?
- იმიტომ, რომ შარშან თემომ
„ბეჰემოტი“ დამიძახა.
- შარშანდელზე წელს რომ ტირი,
არ გრცხვენია, ბიჭო კახა?
- შარშან როგორ ვიტირებდი,
ბეჰემოტი არ მენახა.