ჟივჟივა და ჟიოტა
ორი ბარტყი ჰყავდა ღაჟოს,
ჟივჟივა და ჟიოტა.
ჟივჟივა სულ ჟივჟივებდა,
ჟიოტას სულ შიოდა.ერთხელ, როცა დედა-ჩიტი
სანადიროდ წავიდა,
ჭრელი კატა ჩამოცოცდა
სახლის სახურავიდან.მიეპარა საწყალ ბარტყებს
და კლანჭს როცა ჭიდებდა,
თვალი მოჰკრეს მსუნაგ ფისოს
მეზობელმა ჩიტებმა.დასჭყივლეს და მოძალადეს
თავში ჩაუნისკარტეს,
მათი წერა გახდებოდა,
რომ არ ეხსნა სისხარტეს.იმ დღის მერე ჩიტის ბუდეს
გვერდით როგორ ჩაუვლის,
იცის ფისომ,
კარგად იცის
თავის დანაშაული...იზრდებოდა ორი ბარტყი -
ჟივჟივა და ჟიოტა.
ჟივჟივა სულ ჟივჟივებდა,
ჟიოტას სულ შიოდა.