გივი ჭიჭინაძე

ზღარბო, ზღარბო, ქაცვია

ზღარბო, ზღარბო, ქაცვია,
ეს რა ქურქი გაცვია!
დამაკაწრეს თითები
მაგ ჩხუტუნა ნემსებმა.
ნეტავ შენი დედიკო
როგორ გეალერსება!