გივი ჭიჭინაძე

კურდღელი

კურდღელი ვარ ყურცქვიტა,
დავალ სკუპი-სკუპითა,
მოვიპარავ სტაფილოს,
შევჭამ კნატაკნუტითა;
ცივ წყაროსთან მივირბენ,
წყალს ვსვამ ყლაპაყლუპითა,
მერე სერზე ყურები
მიმაქვს ტყაპატყუპითა,
წინ თუ შემხვდა მეველე,
ცრემლს ვღვრი ღაპაღუპითა.