არჩევანი, არადანი. ალამს ახვევს ალამდარი. ამ მიწის და ამ ცის დარი არის სადმე? - არსად არი! |
|
|
ბილიკ-ბილიკ ბურტყუნებს ბრიყვი ბელი-ბელუკა - ბანით ვჯობნი ბულბულებს, ბეჭებით კი - ბერმუხას! |
გუგუ-გუგუ! - გუგულმა, გულჭრელათა გვარისამ, გამარჯობა გვისურვა, გული გაგვიხალისა. |
|
|
დიდი დათვი დრუნჩიანი, დუდღუნა და დანდალაო, დილით ადრე წამომდგარა თაფლის ჭამით დამთვრალაო. დამთვრალა და და, და, და! რა დიდგულა გამხდარაო! |
ენაჭიკჭიკა ელენე ექვს სტუმარს ერთად ელისო: ეკუნას, ელდარს, ექვთიმეს, ევას, ემზარს და ელისოს. კედელ-ჭერს სწვდება სურნელი სველ-სველი ენძელებისო. |
|
|
ვანის ველზე ვენახი გვაქვს ვბარავთ, ვმორჩნით, ვწამლავთ, ვყელავთ. ვერვისნ გვჯობნის სწავლაში და ვაზის მოვლაც ვიცით ყველამ. |
ზარი ზანზარებს უზარმაზარი, ზარმაც ზაზუნას დასცა თავზარი. |
|
|
თრიალეთის მთათა კალთებს თავზე მთვარე დაჰქათქათებს. თეთრ თელასთან ფთილაა თუ თეოს თეთრი თრითინა თვლემს. |
იისფერი ივნისის ცა ისევ ბრწყინავს მზით გიზგიზა. ივრისპირა იალაღზე იფნის ისრებს ითვლის იზა. ვის მიართმევს, იცით, ვისა? ციცქნა ბიჭსა ირაკლისა. |
|
კუტკალია სკუპი-სკუპა კვლავ გაჰკივის კარდაკარა: - კალიეთის მკალავი ვარ, საკორკოტე ქვაბ-კასრს ვკალავ. |
|
ლომმა დაღლილი თვალი მილულა, სველ ლელიანში სულს ლევს გმირულად. |
|
|
მელამ მოგაგნო, მამალო, მურას მოუხმე მალეო! მანამ მშველელი მოგივა, მაყვლნარში მიიმალეო. |
ნამნაპკური ნანას ყანა ტანს იმშვენებს თანდათანა, ნიავს ნაზად მინდობილი ისმენს ნარნარ იავნანას. |
|
|
ოქროსფრად მორთულ ოქტომბრის ბოლოს, ო, როგორ უხმობს ოლოლი ოლოლს! |
პაპანებაში ტყის პირას პავლიას პაპამ პაპუნამ პილპილს, პრასას და პამიდორს აპკურა შხაპი შხაპუნა. |
|
|
ჟოლოს ჟვერიდან ჟინჟღლი ჟონავს. ჟანგისფერ ჟირაფს შეაჟრჟოლა. |
რაშს მათხარი გადავკარი, ნაპერწკლები გადმოჰყარა. წინ გავარდა, როგორც ქარი, მაქრიალა შარა-შარა. |
|
სოსო ასე რას ხალისობს? დღეს სურვილი აისრულა. საგანგებოდ შეუკერეს სამაისო მაისურა. |
|
ტირის მარტი, გულს უკლავს შინ ჩაკეტილ პატარებს. ტატას ბატი ფარფატა ტალახ-ტალახ ტანტალებს. |
|
|
უმაძღარა ღრუტუს უჩა უნაბს უყრის ბღუჯა-ბღუჯა. |
ფრათაფოფინა ფარშავანგი ფანტავს ფერად ფერებსაო. ფრინველეთის დედოფლობას ფრიად შეიფერებსაო. |
|
|
ქარი დაჰქრის ბაქი-ბუქით, ქოხში გაქრა ჭრაქის შუქი. მაინც არ კრთის ციცქნა შუქრი, თავს ეფრქვევა მთვარის შუქი. |
ღობის თავზე ვეღარ ვხედავ ღუდღუდელა ღოღნაშოსა! - ოღროჩოღრო ღელის გაღმა შეღრუტუნა ღორმა ღორსა. |
|
|
ყანჩა-ყუტა აყლაყუდა რიყე-რიყე წალაყუნდა. აყიყინდნენ ბაყაყები: - გადაგვყლაპავს ბაყბაყდევი! |
შარიშურა შინდიანში შტოზე შეჯდა შვიდი შაშვი. შეეხვეწა შაქრო შიოს: - შვილო, შურდულს შეეშვიო! |
|
ჩუმად გამცალა ყვანჩალამ, ჩარდახში არა დამრჩა რა... ჩირი, ჩურჩხელა, ჩამიჩი, ჩანთით შინ წააჩანჩალა. |
|
ცივი ცვარი ცივა ციდან, სცივა, სცივა ციდა ცინდალს. ცხიკ და ცხიკო! - აცემინებს ციცქნა ცხვირი გაუცივდა. |
|
|
ძეძვის ძირს მიძინებულმა ძლივს გაიღვიძა ენძელამ. ძოწისფერ მზეზე პატარძალს ძილი უთუოდ ეძნელა. |
წვიმიანში გაწეწილი წისქვილის წინ წუხს წიწილი. - წია-წია! - მწარედ წივის წნორის წკნელზე წაჰკრა წვივი. |
|
ჭინჭრებშუა ჭივჭავები ჭანჭურს ჭამენ ჭიანაჭამს. ჭრიჭინები გაჭყეპილან, ჭინჭილებით სვამენ მაჭარს. |
|
ხევ-ხევ ხერხი მოცუხცუხებს, აცახცახებთ ვერხვებს, მუხებს. |
|
|
ჯანსუღმა და ჯმუხმა ჯარჯიმ ჯადოქარზე გაიმარჯვეს. ჯახაჯუხი აღარ გააქვს ჯოხის ხმლებს და აბჯარ-ხანჯლებს. |
ჰარლალალე! ჰერი, ჰერი! - ჰასან, ბიჭო, რა ჰანგს მღერი? - ამ ჰანგს ჰქვია მშობლიური, ჰოდა, მიყვარს, ვით ჰაერი. |
|