დათუნია დრუნჩა
დათუნიას ერგო
ერთი ქილა ერბო.მიდიოდა გზაზე,
ღიღინებდა ასე:
– დათუნია დრუნჩასა,
ერბო მერგო ქარვისა,
რაგინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა! –უცებ შეხვდა ვირთხა!
არ უცდია დიდხანს,
თქვა: - დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევ ცოტასო! –რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ერთი მუჭა.მერე ისევ გზაზე ღიღინებდა ასე:
– დათუნია დრუნჩასა,
ერბო მერგო ქარვისა,
რაგინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა! –წინ დაუხვდა ზღარბი,
მშიერი და ხარბი,
თქვა: – დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევ ცოტასო! –რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ორი მუჭა.მერე ისევ გზაზე ღიღინებდა ასე:
– დათუნია დრუნჩასა,
ერბო მერგო ქარვისა,
რაგინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა! –გამოუდგა მელია,
მელა კუდაგრძელია,
თქვა: – დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევ ცოტასო! –რას იზამდა დრუნჩა,
მისცა სამი მუჭა.მერე ისევ გზაზე ღიღინებდა ასე:
– დათუნია დრუნჩასა,
ერბო მერგო ქარვისა,
რაგინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა! –ბოლოს შეხვდა კოდალა,
დათვს კი არა ჰქონდა რა!