გიორგი წერეთელი

ჩემო კარგო

ნუ გგონია სთამაშოდ
დაიბადე, ჩემო კარგო.
ეს ქვეყანა შენი ხელით
უფრო უნდა შემოქარგო,
ძველი ხმება და ახალი
ნერგი უნდა გაახარო,
თორემ ყველა ასე იტყვის:
- კარგი კაცი არა ხარო.