(სოსელო)

დილა

ვარდს გაეფურჩქნა კოკორი,
გადაჰხვეოდა იასა,
ზამბახსაც გაღვიძებოდა
და თავს უხრიდა ნიავსა:

ტოროლა მაღლა ღრუბლებში
წკრიალ-წკრიალით გალობდა,
ბულბულიც გახარებული
ნაზის ხმით ამას ამბობდა:

„აჰყვავდი, ტურფა ქვეყანავ,
ილხინე, ივერთ მხარეო,
და შენც, ქართველო, სწავლითა
სამშობლო გაახარეო“.